დელ პოტრომ კარიერის დასრულებაზე მიანიშნა
დელ პოტრომ კარიერის დასრულებაზე მიანიშნა

არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ ვერ დაასრულა გასულ კვირას ATP-ის ტურნირი ლონდონში. ჩოგბურთელმა მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო. როგორც თავად დელ პოტრომ განაცხადა, დაზიანება იმდენად სერიოზულია, რომ შეიძლება ის კარიერის დასრულებად დაუჯდეს.

„ისევ ბზარი მაქვს მარჯვენა მუხლში. ჩავიტარე გამოკვლევა, ველაპარაკე ექიმებს და მათ მითხრეს, რომ ოპერაცია – მკურნალობის საუკეთესო ვარიანტია. მე ვიკითხე საუკეთესო ვარიანტის შესახებ მთლიანად ჯანმრთელობისთვის და არა მხოლოდ ჩოგბურთისთვის და მათ მითხრეს, რომ საუკეთესო ვარიანტი – ოპერაციაა.

ოპერაციას ბარსელონაში გავიკეთებ. მესმის, რომ ეს რთული მომენტია. ძალიან ნაღვლიანია ისევ ამ ყველაფრის გადატანა. არ ვიცი, რა იქნება მომავალში. იმედია, აღდგენას მოვახერხებ და მუხლი განიკურნება. არც ის ვიცი, ჩავატარე თუ არა ბოლო შეხვედრა კარიერაში. აღდგენის დროს ვიგრძნობ, რა შეუძლია ჩემს ორგანიზმს“, – განაცხადა დელ პოტრომ.

არგენტინელმა უკვე ჩაიტარა ოპერაცია ტრავმირებულ მუხლზე. ქირურგიული ჩარევა წარმატებული იყო.

დელ პოტრო მე-12 ადგილზეა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციაში.

პირველ ივლისს სტარტს იღებს 2019 წლის უიმბლდონი, რომელზეც არგენტინელი ვერ ითამაშებს.