მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის 28-ე მონაწილე გუნდი ხორვატიის ეროვნული ნაკრებია. ზაგრებში, ანგარიშით 4-1, მოგებული მატჩის შემდეგ, ხორვატები წყვილის უპირობო ფავორიტები იყვნენ.
ზლატკო დალიჩის გუნდს მუნდიალის საგზური, ფაქტობრივად, შეხვედრამდე განაღდებული ჰქონდა. “გეორგიოს კარაისკაკის” სტადიონზე გამართული განმეორებითი მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და, რამდენიმე წუთის წინ, საბოლოოდ, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.