ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებული გ.ჯ.-ს მშობლები დღეს სასამართლოში დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე დაიკითხებიან
თბილისში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული გ.ჯ.-ს მშობლები დღეს დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო განხილვის ფარგლებში დაიკითხებიან.
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე არ მომხდარა არასრულწლოვან მ.კ-ს გამოკითხვა, რასაც ბრალდებულების დაცვის მხარე ითხოვს.
დანაშაულის დაფარვის საქმეზე დაკავებულთა პატიმრობის ვადა სექტემბერში იწურება. საქმეზე სულ ხუთი პირია ბრალდებული. მათ შორის ერთ-ერთია მოზარდის მამა – თენგიზ კალანდია, რომელიც ორ პირთან ერთად, პატიმრობაში იმყოფება. მისი შვილი მ.კ. კი, რომელიც მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, 21 წელს მიღწეული არ არის და შესაბამისად, მასზე პატიმრობა არ გამოყენებულა. ცოტა ხნის წინ მ.კ.-ს საქმე დანაშაულის დაფარვის ნაწილში ცალკე წარმოებად გამოიყო. გირაოთია გათავისუფლებული აღნიშნული მოზარდის ძმაც. თავად თენგიზ კალანდია დანაშაულს აღიარებს, მასთან ერთად დაკავებული პირები კი – არა.