პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ ის არასრულწლოვანი მოწმეები იკითხებიან, რომლებიც ხორავას ქუჩაზე დაპირისპირებისას ადგილზე იმყოფებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, დღეს ორი არასრულწლოვანი გამოიკითხება, მათ შორის პირველი ექსპერიმენტული სკოლისა და 51-ე სკოლის მოსწავლეები.
„კიდევ ერთხელ დაზუსტდება ის ვითარება, რომელიც საქმის მასალებიდან იკვეთება, შევადარებთ ინფორმაციებს, რომელსაც მოწმეებისგან და თვითმხილველებისგან მოვისმენთ, იმას, რაც საქმეებშია. გავიგებთ მათი თვალთახედვიდან დანახულ სიტუაციას“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
არასრულწლოვნების გამოკითხვა დახურულ რეჟიმში გაიმართება. გუშინ საგამოძიებო კომისიამ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები გამოკითხა.