ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი მოწმეები იკითხებიან

10:25, 12.07.2018

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ ის არასრულწლოვანი მოწმეები იკითხებიან, რომლებიც ხორავას ქუჩაზე დაპირისპირებისას ადგილზე იმყოფებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, დღეს ორი არასრულწლოვანი გამოიკითხება, მათ შორის პირველი ექსპერიმენტული სკოლისა და 51-ე სკოლის მოსწავლეები.

„კიდევ ერთხელ დაზუსტდება ის ვითარება, რომელიც საქმის მასალებიდან იკვეთება, შევადარებთ ინფორმაციებს, რომელსაც მოწმეებისგან და თვითმხილველებისგან მოვისმენთ, იმას, რაც საქმეებშია. გავიგებთ მათი თვალთახედვიდან დანახულ სიტუაციას“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

არასრულწლოვნების გამოკითხვა დახურულ რეჟიმში გაიმართება. გუშინ საგამოძიებო კომისიამ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები გამოკითხა.

მსგავსი