მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულთა წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომაზე ბრალდების მხარემ პროცესის დახურულ რეჟიმში წარმართვა მოითხოვა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ამის მიზეზი ისაა, რომ საქმეში არასრულწლოვნები გიფურირებენ. აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა და შესაბამისად, პროცესი დახურა.
დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეში ხუთი პირია ბრალდებული, საიდანაც ერთი არასრულწლოვანია და მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. დანარჩენი ოთხი პირიდან ერთს აღკვეთი ღონისხიების სახით გირაო აქვს შეაფრდებული, სამი კი, პატიმრობაში იმყოფება.