ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასმართლო პროცესი დღეს განახლდება
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასმართლო პროცესი დღეს განახლდება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასმართლო პროცესი გაიმართება. სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

ადვოკატის ინფორმაციით, ეს ის მოწმეები არიან, რომლებმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ ბრალდებული არასრულწლოვნები პირველებმა ნახეს.

ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე ასევე დაიკითხებიან გამომძიებლები, რომლებიც საქმის წარმოების პროცესში უშუალოდ მონაწილეობდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 11:00 საათზე დაიწყება.