ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხება
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს ორი მოწმე დაიკითხება. თბილისის საქლაქო სასამართლოში სხდომაზე ნივთიერ მტკიცებულებებსაც გამოიკვლევენ.

დღევანდელი პროცესის დაწყების წინ ადვოკატმა განმარტა, რომ დნმ-ის ანალიზის პასუხის მიხედვით, დაღუპულის სისხლის კვალი დაკავებულების გარდა სხვა არასრულწლოვანზეც არის აღმოჩენილი.

პროკურორი ამბობს, რომ ამ არასრულწლოვანს გარდაცვლილთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა.

„გაგრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა. დღეს წარმოდგენილია ორი მოწმე. ცნობილია ექსპერტიზის დასკვნა, სადაც სხვადასხვა პირებზე ამოვიდა გარდაცვლილის სისხლი. ეს ბუნებრივია შესაძლებელია. ამ მოწმეს პირადად მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა გარდაცვლილთან“,- განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს ადვოკატი, რომელიც ამბობს, რომ დაღუპულთან რაიმე სახის კონტაქტი ამ არასრულწლოვანს ჩვენების მიცემის დროს არ დაუდასტურებია.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის მკვლელობა ედება ბრალად.