ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამომძიებლები და 51-ე სკოლის მოსწავლეები დაიკითხებიან
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამომძიებლები და 51-ე სკოლის მოსწავლეები დაიკითხებიან

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს გამომძიებლები და 51-ე სკოლის მოსწავლეები დაიკითხებიან.

გამომძიებლები მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ამოღებული ნივთების შესახებ ისაუბრებენ. კომპლექსური ექსპერტიზის გამოკვლევა კი მომდევნო სხდომაზე მოხდება.

ეს ადვოკატების მოთხოვნით მოხდა, რადგან მათი თქმით, ექსპერტიზა მოცულობითია და მის გასაცნობად დრო სჭირდება.

მოკლული არასრულწლოვნის მამა ამბობს, რომ ექსპერტიზით ვერ დგინდება, რომელი დანით აქვს მიყენებული მის შვილს ჭრილობები.

პროკურორი ზვიად ფხაკაძე “დაიკითხებიან მოწმეები გამომძიებლები, რომლებიც ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრებენ. კერძოდ, ბრალდებულების სახლიდან ამოღებულ იქნა მათი ტანსაცმელები და მოწმეები სწორედ ამაზე ისაუბრებენ. დაიკითხებიან ასევე 51-ე სკოლის მოსწავლეები. ასევე დაიკითხება მოწმე, რომელიც წინა სხდომაზე დროის უკმარისობის გამო ვერ დაიკითხა.