ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დაიკითხება
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დაიკითხება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს ერთ-ერთი ბრალდებულის დაკითხვით გაგრძელდება. ამით დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდება.

შესაძლოა, დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ დასკვნითი სიტყვაც წარმოთქვას.

პროცესი საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე დაიწყება.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი მოზარდის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.