ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს არასრულწლოვნის მამას დაკითხავენ, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს არასრულწლოვნის მამას დაკითხავენ, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს არასრულწლოვნის მამას დაკითხავენ, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით ბრალი აქვს წარდგენილი.  მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით ბრალი აქვს წარდგენილი ასევე მის ორ შვილს, რომლებზეც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება და ისინი პატიმრობაში არ არიან.

მისი შვილი სასამართლოში უკვე დაკითხულია. ადვოკატების ინფორმაციით, მან ჩვენება უკვე რამდენჯერმე შეცვალა.

აღნიშნულ საქმეზე ასევე დაიკითხება გამომძიებელი, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდა.

მაისის ბოლოს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლე უკვე განაჩენს გამოაცხადებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.