ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის მხარდასაჭერად კახეთში აქცია გაიმართა
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის მხარდასაჭერად კახეთში აქცია გაიმართა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ კახეთში.

თელავში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ოპოზიციურმა პარტიებმა მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს. მათ საქმეზე ობიექტური გამოძიება მოითხოვეს.

„დღეს საქართველოს სასამართლომ გამოიტანა ჩვენთვის ყველასთვის შემაშფოთებელი გადაწყვეტილება და ის ადამიანები, ვინც რეალურად ჩაიდინეს დანაშაული, არიან თავისუფლები და ჩვენ არ გვაქვს სამართლიანობის შეგრძნება. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თითოეულ ჩვენგანს გვქვს განცდა, რომ ჩვენს სიცოცხლეს შეიძლება შექმნას საფრთხე და ამაზე არავინ არ იზრუნოს.

ჩვენ შევიკრიბეთ, რომ გვერდში დავუდგეთ სარალიძის ოჯახს და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. ეს არის ყველას ტკივილი“,- განაცხადა აქციის მონაწილე თამარ ლამაზოშვილმა.

როგორც აქციაზე განაცხადე, სარალიძის ოჯახისთვის სოლიდარობის მიზნით, თბილისში აქციაზე კახეთიდან რამდენიმე მანქანა გაემგზავრა.