ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების მეგობრები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები საქალაქო სასამართლოსთან აქციას გამართავენ
„ნუ მომკლავ – აღასრულე სამართალი“, – ამ სახელწოდებით აქციას ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების მეგობრები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართავენ.
აქცია არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესის პარალელურად გაიმართება.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი გზავნილის ძირითადი ადრესატი სასამართლო სისტემაა. აქციის მონაწილეები საქმის დროულ გამოძიებას და დამნაშავის შესაბამისად დასჯას მოითხოვენ.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.