ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები 51-ე სკოლის მანდატურებს კითხავენ
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები 51-ე სკოლის მანდატურებს კითხავენ

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები 51-ე სკოლის მანდატურებს კითხავენ.

მანდატურების გამოკითხვა დახურულ რეჟიმში, კომისიის მცირეკაციან ჯგუფთან მიმდინარეობს. მათი გამოკითხვა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კომისიის წევრებმა 51-ე სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე გამოკითხეს.

კომისიის წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, სკოლის დირექტორისა და სასწავლო ნაწილის გამოკითხვიდან გამოჩნდა, რომ არსებობს კოორდინაციის პრობლემა მანდატურის სამსახურსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის.

რატიანის განცხადებით, დღეს ამ საკითხზეც იქნება საუბარი და ასევე მანდატურებს კითხავენ ზოგადად უსაფრთხო სკოლასთან დაკავშირებით.

საგამოძიებო კომისიის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მათ აინტერესებთ, რა ინფორმაციას ფლობენ მანდატურები ხორავას ქუჩაზე მკვლელობასთან დაკავშირებით და ასევე იცოდნენ თუ არა 51-ე სკოლის საპირფარეშოში მომხდარ ინციდენტზე.