სანდრო რაქვიაშვილი – პოლიტიკური მიზნის მისაღწევად საპარლამენტო პროცედურების გამოყენება საპარლამენტო ცხოვრებას აუმჯობესებს, კმაყოფილი ვარ, რომ ახლა მართლა საქმით ვართ დაკავებული

11:05, 19.04.2023

პოლიტიკური მიზნის მისაღწევად საპარლამენტო პროცედურების გამოყენება ძალიან სწორი და კარგია. ეს აუმჯობესებს საპარლამენტო ცხოვრებას. კმაყოფილი ვარ, რომ ახლა მართლა საქმით ვართ დაკავებული, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცუდია, როცა მმართველი გუნდი ცდილობს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას.

„ცუდია, როცა ამას ამორალური მიზნისთვის იყენებ; ცუდია, როცა „ქართული ოცნება“ მურუსიძესა და ჩინჩალაძეს იცავს და ცდილობს, კომისია არ შეიქმნას. თავისთავად კარგია, ორივე მხარე რომ ცდილობს, პროცედურები გამოიყენოს. ალბათ ამით ბევრი ამომრჩეველი მიხვდება, რომ პარლამენტში მუშაობას აზრი აქვს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 51-მა წევრმა. კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ვერ შედგა. სხდომაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მიიღეს გადაწყვეტილება, არ გაიარონ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. „ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი