ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სამკაციანი ჯგუფი დღეს 51-ე სკოლის მასწავლებლებს გამოკითხავს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სამკაციანი ჯგუფი დღეს 51-ე სკოლის მასწავლებლებს გამოკითხავს.
პედაგოგების მოსმენა დახურულ ფორმატში 17:00 საათზე დაიწყება.
საგამოძიებო კომისია არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვას მცირე შემადგენლობით განაგრძობს.
გუშინ კომისიის სამკაციან ჯგუფში არასრულწლოვან მოწმეებს დახურულ ფორმატში მოუსმინეს.
არასრულწლოვნებს დღესაც გამოკითხავენ. მათი გამოკითხვის დრო და ადგილი არ კონკრეტდება, თუმცა ცნობილია, რომ არასრულწლოვნებს შესაბამის გარემოში სპეციალიზებული ფსიქოლოგების თანდასწრებით მოუსმენენ.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია ღია სხდომას 7 ივლისს, 10:00 საათზე გამართავს.