ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შსს-ში ექსპერტი თამარ შოშიტაიშვილი დაკითხეს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი თამარ შოშიტაიშვილი დაკითხეს. როგორც დაკითხვის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, გაუთქმელობის ხელწერილიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მისი თქმით, კითხვები მის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას ეხებოდა.
„კითხვები ქონდათ ჩემი დასკვნის ირგვლივ, არ ვიცი, მაია ნიკოლაიშვილმა რა აჩვენა, ნამდვილად ვერ გეტყვით, არ ვიცი. მე ჩავატარე პათოლოგიური სახის ექსპერტიზა – ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები.
გამოკითხვა იყო დასკვნის ირგვლივ, რაც გავეცი. ჩემი დასკვნის ირგვლივ ვილაპარაკე, მაია ნიკოლაიშვილის დასკვნას არ ვიცნობ და არც მაინტერესებს, მე ვარ ექსპერტი და ექსპერტის შეფასების უფლება არ მაქვს. ამის შემფასებელი არის პროკურატურა, არის გამოძიება და სასამართლო“, – განაცხადა ექსპერტმა.