ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შსს-ში არასრულწლოვნები იკითხებიან
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შსს-ში არასრულწლოვნები იკითხებიან

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შსს-ში არასრულწლოვნები იკითხებიან. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე არასრულწლოვანი შინაგან საქმეთა სამინისტროში მათ კანონიერ წარმომადგენლებთან ერთად შევიდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ისინი შესაძლოა, ფლობდნენ ინფორმაციას გასული წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით და სწორედ ამ საქმის გარშემო მიმდინარეობს მათი გამოკითხვა.

უწყება უკვე დატოვა ორმა არასრულწლოვანმა. მოზარდების კანონიერმა წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს, ამიტომ უცნობია, რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას და რატომ გახდა საჭირო არასრულწლოვნების კიდევ ერთხელ გამოკითხვა.

არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში კიდევ ხუთი მოზარდია გამოკითხვაზე.