არასრულწლოვანთა საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას აღარ გაასაჩივრებენ
არასრულწლოვანთა საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას აღარ გაასაჩივრებენ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულების ადვოკატების ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღარ გაასაჩივრებენ.

ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, მერაბ მამულაძემ პირველ არხს გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

„დაცვის მხარემ გადაწყვიტა, რომ განჩინება სააპელაციო წესით არ გავასაჩივროთ. აღნიშნული განჩინება არ უნდა გავასაჩივროთ და თუ რა არის ამის მიზეზი, არ შემიძლია თქმა. დაცვის მხარემ ეს გადაწყვეტილება მიიღო ერთობლივად. ის ბრალს არ აღიარებს. თავს დამნაშავედ არ ცნობს. ვერ ვისაუბრე დეტალურად და ამ ეტაპზე მარტო ამის თქმა შემიძლია. აღკვეთის ღონისძიება და ბრალეულობა ერთმანეთთან კავშირში არ არის. არ გვსურს საუბარი იმაზე, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა“, – განაცხადა მერაბ მამულაძემ.