ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული დ.ღ. გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული დ.ღ. პატიმრობიდან გათავისუფლდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
დღ-ს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის ადვოკატებმა მიმართეს.
როგორც დ.ღ.-ს ადვოკატმა გოჩა კვარაცხელიამ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის ვადა 19 იანვარს ეწურებოდა.