ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი, სადაც დ.ღ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე – 2 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას.
დ.ღ.-ს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს, რის შემდეგაც, პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე მიმართა.
დ.ღ.-ს გამოძიება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. ასევე, გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა მოკლული დავით სარალიძის მამასაც, თუმცა, შსს-ს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.
ადვოკატების ინფორმაციით, წარდგენილ ბრალდებაში არასრულწლოვანი თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს. მათი თქმით, ეს ეხება ზაზა სარალიძესთან შეხვედრას. მისი თქმით, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ზაზა სარალიძის თხოვნით არ გაახმაურა.