ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული დ.ღ. დაიკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული დ.ღ-ს სასამართლო პროცესი თავად ბრალდებულის დაკითხვის განახლდება.
სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული.
არასრულწლოვანი ჩვენებას საკუთარი ნებით აძლევს. ამის შესახებ პირველ არხს მისმა ადვოკატმა განუცხადა.
დ.ღ. გასული წლის ზაფხულში დააკავეს. მას გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. დ.ღ. თავს უდანაშაულოდ ცნობს. ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.