ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე დღეს ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე, დღეს ბრალდების მოწმეები, 5 დეკემბერს დაკავებული პირები დაიკითხებიან. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის მამა თენგიზ კალანდია და მისი ორი მეგობარი ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან.
ბრალდებულია ასევე თენგიზ კალანდიას შვილი, თუმცა ის 21 წელს მიღწეული არ არის და მის მიმართ პატიმრობა არ არის გამოყენებული.
რაც შეეხება მოზარდს, რომელიც 1-ელ დეკემბერს კონფლიქტში მონაწილეობდა და მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს 1-ელ დეკემბერს მომხდარ მკვლელობაზე ინფორმაცია ჰქონდათ და სამართალდამცავ ორგანოებთან არ ითანამშრომლეს.
„ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი გამართლდებიან. დანაშაულის დაფარვა არ გამოიხატება მათი ქმედებებით. დანაშაულს მხოლოდ თენგიზ კალანდია აღიარებს“, – განაცხადა საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა იმედა ბეროშვილმა.