ხორავას ქუჩაზე მკვლელობის დაფარვის საქმეზე სასამართლო გამომძიებლებს დაკითხავს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის დაფარვის საქმეზე სასამართლო გამომძიებლებს დაკითხავს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის დაფარვის საქმეზე დღეს გამომძიებლები დაიკითხებიან. დახურულ სასამართლო სხდომაზე ოთხ გამომძიებელს მოუსმენენ, რომლებმაც ამ საქმის ფარგლებში სხვადასხვა საპროცესო-საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს.

ამ საქმეზე ხუთი პირია ბრალდებული. მათ შორის ერთ-ერთი მოზარდის მამა, თენგიზ კალანდია, რომელიც, ორ პირთან ერთად, პატიმრობაშია. მისი შვილი კი, რომელიც მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, 21 წელს მიღწეული არ არის და მის მიმართ პატიმრობა არ არის გამოყენებული. ცოტა ხნის წინ მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. ასევე, გირაოთია გათავისუფლებული მისი ძმა.

თენგიზ კალანდია დანაშაულს აღიარებს. მასთან ერთად დაკავებული პირები კი ბრალს არ აღიარებენ. დაცვის მხარე მ.კ-ს დაკითხვას ითხოვს, თუმცა როდის მოხდება ეს, პროკურორს არ დაუკონკრეტებია. დაცვის მხარე აცხადებს, რომ პროკურატურა საქმის განხილვას აჭიანურებს.

„დღეს ოთხი მოწმეა წარმოდგენილი. არაერთი მოწმე მოგვყავს და პროცესის გაჭიანურებაზე პრეტენზია არ არის ლოგიკური. მ.კ. აუცილებლად დაიკითხება, თუმცა პროცესის ბოლო ეტაპზე. ამ ეტაპამდე კი დრო არის დარჩენილი“, – განაცხადა საქმის პროკურორმა, გიორგი ქობულაძემ პროცესის დაწყების წინ.