ხორავას ქუჩაზე მკვლელობის დაფარვის საქმეზე დღეს გამომძიებლები დაიკითხებიან
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის დაფარვის საქმეზე დღეს გამომძიებლები დაიკითხებიან. დახურულ სასამართლო სხდომაზე სავარაუდოდ ოთხ გამომძიებელს მოუსმენენ, რომლებმაც ამ საქმის ფარგლებში სხვადასხვა საპროცესო-საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
აღნიშნულ საქმეზე ხუთი პირია ბრალდებული. მათ შორის ერთ-ერთი მოზარდის მამა თენგიზ კალანდია, რომელიც ორ პირთან ერთად პატიმრობაშია. მისი შვილი კი, რომელიც მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, 21 წელს მიღწეული არ არის და მასზე პატიმრობა არ არის გამოყენებული. ცოტა ხნის წინ მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. ასევე გირაოთია გათავისუფლებული მისი ძმა. თენგიზ კალანდია დანაშაულს აღიარებს. მასთან ერთად დაკავებული პირები კი დანაშაულს არ აღიარებენ.