ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს იმსჯელებს.
პროცესი 12:30 საათზეა ჩანიშნული.
ორივე არასრულწლოვნის შემთხვევაში პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმას – პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება, რადგან საქმე არასრულწლოვნებს ეხება.
შემთხვევა თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა. ბრალდებულთაგან ერთი არასრულწლოვანი დაკავებულია, ხოლო მეორეს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.
თბილისის პროკურატურამ ქალაქ თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კომენტარი გააკეთა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.