ე.წ ქურდული სამყაროს წევრობისა და მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულ შვიდივე პირს პატიმრობა შეეფარდა
ე.წ ქურდული სამყაროს წევრობისა და მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულ შვიდივე პირს პატიმრობა შეეფარდა

ე.წ ქურდული სამყაროს წევრობისა და მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულ შვიდივე პირს აღკვეთის ღინისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. ადვოკატების ნაწილი 5 000 ლარის ოდენობით გირაოს ითხოვდა, ნაწილი აღკვეთის გარეშე დატოვებას, თუმცა ალტერნატივის სახით 7 000-ლარიან გირაოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შვიდი პირი ორი დღის წინ დააკავეს, კიდევ ორს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

საქმე ეხება თურქეთში შესყიდულ დიდი ოდენობით ოქროს, რომელიც საქართველოში ჩამოტანის შემდეგ ყალბი აღოჩნდა. გამოძიების ინფორმაციით, დავაში მხარეებმა ე.წ. კანონიერი ქურდები, მათ შორის მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი, ასევე საზღვარგარეთ მყოფი კიდევ ორი ე.წ. კანონიერი ქურდი ჩართეს. ე.წ. კანონიერ ქურდებს ბრალი ჯერ არ აქვთ წარდგენილი.