„თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა
„თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

„თბილისი პრაიდის“ ოფისზე ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავდასხმის, უკანონოდ შეჭრისა და „თბილისი პრაიდის“ კუთვნილი ინვენტარის დაზიანებისა და განადგურების ფაქტზე ბრალდებულ სამ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

„დაიგეგმა ორგანიზებული ძალდობრივი ქმედებები და სწორედ აღნიშნული აქციის პარალელურად, ბრალდებულები, ამ ეტაპისთვის სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, ძალადობრივი გზით შეიჭრნენ „თბილის პრაიდის“ ოფისში, განახორციელეს დარბევა, დააზიანეს ინვენტარი, ლგბტ თემის დროშა და ფლაერები. არნიშნულ ქმედებებს ახორციელებდნენ ძალადობით. აღნიშნული სწორედ ემსახურებოდა „თბილისი პრაიდისთვის“ სიტყვის, აზრის გამოხატვის ხელშეშლას“, – განაცხადა პროკურორმა, ნათია გურულმა.