ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს სხდომა მიმდინარეობს
თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მორიგი სხდომა მიმდინარეობს.
პროცესზე მთავარი საგამოძიებო უწყება ნივთიერ მტკიცებულებებს იკვლევს, რომელთა შორისაა ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერები, სხვადასხვა წერილობითი მტკიცებულება.
საქმის პროკურორის თქმით, ფარული მტკიცებულებები კანონის სრული დაცვით არის მოპოვებული.
ამასთან, საქმის განხილვის პროცესში, სასამართლოში ათამდე არასრულწლოვნის ჩვენება უკვე მოისმინეს. დაცვის მხარის განცხადებით, მოზარდები გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებს ცვლიან.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ჯგუფურად, ორი მოზარდის მკვლელობა ედება ბრალად.