ხონის საარჩევნო უბანზე მომხდარ დარღვევაზე საჩივარი შეცდომით ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანეს
ხონის საარჩევნო უბანზე მომხდარ დარღვევაზე საჩივარი შეცდომით ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანეს

ხონის საარჩევნო უბანზე მომხდარ დარღვევაზე საჩივარი შეცდომით ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანეს, – ამის შესახებ პირველ არხს 54-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ, კახა მჟავანაძემ განუცხადა.

მისი თქმით, რეგისტრატორის ხელმოწერასთან დაკავშირებით ვანის #53 საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი საჩივარი შევიდა.

როგორც მჟავანაძემ განმარტა, „სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელს” მისამართი აერია და საჩივარი ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაწერა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ საჩივრები უკვე გაიწვია. კომისია ამ საჩივრებს უსაფუძვლობის გამო აღარ განიხილავს“, განაცხადა კახა მჟავანაძემ.

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.

54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:

2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა
17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.