ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში, საჯარო სკოლაში ხანძარია.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ცეცხლი სკოლის მეორე სართულს და ჭერს უკიდია.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სკოლიდან ევაკუირებული არიან მოსწავლეები და მასწავლებლები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 35 მეხანძრე-მაშველი.