უკრაინის ჩემპიონატის ლიდერი და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტი დონეცკის “შახტარი” დუბაიში შეკრებაზე იმყოფება და იქ მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
“ალ რაშიდის” სტადიონზე “შახტარი” 0:1 დამარცხდა ჩინურ კლუბ “ძიანსუსთან“.
დონეცკელთა მთავარმა მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ ამ შეკრებაზე ძირითად შემადგენლობაში მეორედ დააყენა საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა (პირველად “კოპენჰაგენთან” საწვრთნელ მატჩში). მან 61-ე წუთამდე ითამაშა და შემდეგ შეცვალეს.
“ძიანსუმ” ერთადერთი გოლი 77-ე წუთზე გაიტანა, როცა ქართველი მცველი მოედანზე აღარ იყო.