გულიაშვილმა „შახტარს“ გაუტანა - უკრაინული კლუბი ლუკა ლაცაბიძეს გამოისყიდის #1TVSPORT
გულიაშვილმა „შახტარს“ გაუტანა - უკრაინული კლუბი ლუკა ლაცაბიძეს გამოისყიდის #1TVSPORT

დონეცკის „შახტარმა“, რომლის შემადგენლობაშიც სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, თურქულ შეკრებაზე ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა და ორივე წააგო.

პირველად გუნდმა „ჰრადეც კრალოვესთან“ ითამაშა, რომელიც ჩეხეთის ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა. ამ შეხვედრაში ქართველებიდან მოედანზე მხოლოდ ირაკლი აზაროვი გამოჩნდა.

მეორე ტესტმატჩი „შახტარმა“ ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის მესამეადგილოსანთან, მოსტარის „ველეჟთან“ ჩაატარა და 2:3 დამარცხდა. დონეცკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ლუკა ლაცაბიძე, რომელმაც ერთი ტაიმი ითამაშა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

ანგარიში „ველეჟმა“ 24-ე წუთზე გახსნა. უკრაინული გუნდის კარი ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი გულიაშვილმა აიღო, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა.

მატჩის შემდეგ Geo Team-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „შახტარის“ საწვრთნელო შტაბი ლაცაბიძით ძალიან კმაყოფილია და ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო „დინამო თბილისი“ უკრაინული კლუბისგან 700 000 ევროს მიიღებს.