ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა, რის შედეგადაც მძღოლი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფები, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
საავტომობილო გზაზე მოძრაობა პარალიზებულია.