ხობში, სოფელ ჭალადიდთან ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ხობში, სოფელ ჭალადიდთან ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა, რის შედეგადაც მძღოლი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფები, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

საავტომობილო გზაზე მოძრაობა პარალიზებულია.