ხობში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ორსართულიან ხის სახლში ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ცნობილია, ხობის მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულ ოჯახს შესაბამისად დაეხმარება.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.