ხობში, ორსართულიან სახლში ხანძარი გაჩნდა

15:32, 16.03.2021

ხობში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ორსართულიან ხის სახლში ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ცნობილია, ხობის მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულ ოჯახს შესაბამისად დაეხმარება.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

მსგავსი