ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ხანძარია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდებს და ბალახს უკიდია.
ყულევის ნავთობტერმინალს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხუთი ჯგუფი, ასევე, უსაფრთხოების მიზნით, რკინიგზის სახანძრო მატარებელი.
მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.