ხმა მიეცი საქართველოს ევროვიზიაზე - გრიგოლ ყიფშიძე სიმღერით „გულის ხმა“
18:16, 24.11.2017
2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე სიმღერით „გულის ხმა“ წარადგენს.
გრიგოლ ყიფშიძე შიდაშესარჩევი კონკურსის შედეგად, ჟიურიმ 7 მონაწილეს შორის შეარჩია. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ პროდიუსერი ზაზა შენგელია, მომღერალი მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი დავით ევგენიძე, მაუწყებლის მუსიკალური რედაქტორი ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი გიორგი ასანიშვილი.
ევროვიზია 2017-ს კვიპროსის წარმომადგენელი ნიკოლა ნიკოლაუ გახსნის. ბოლო მონაწილე, რომელიც სცენაზე გამოვა, იტალიის წარმომადგენელი მარია ისიდე ფიოერეა იქნება.
საიუბილეო, საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.