ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში სოციალური სახლის მშენებლობა სრულდება.
სოციალურ სახლში ბინა 39 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა. პროექტის ღირებულება 2 977 792 ლარია.
სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან ეკომიგრანტებისთვის აშენდა სამი სოციალური სახლი, რომლებშიც 73 ოჯახი ცხოვრობს.