ხელვაჩაურში სოციალური სახლის მშენებლობა სრულდება

19:47, 02.12.2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში სოციალური სახლის მშენებლობა სრულდება.

სოციალურ სახლში ბინა 39 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა. პროექტის ღირებულება 2 977 792 ლარია.

სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან ეკომიგრანტებისთვის აშენდა სამი სოციალური სახლი, რომლებშიც 73 ოჯახი ცხოვრობს.

მსგავსი