ხელვაჩაურში, მაჭახელას ხეობაში „ეთნოსოფელი“ შენდება
ხელვაჩაურში, მაჭახელას ხეობაში „ეთნოსოფელი“ შენდება

აჭარას მალე კიდევ ერთი ტურისტული მიმართულება შეემატება. ხელვაჩაურში, მაჭახელას ხეობაში „ეთნოსოფელი“ შენდება.

ამ ეტაპზე სრულდება თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. მიმდინარეობს ინტერიერისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.

მასშტაბური პროექტის ფარგლებში წელსვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტები მომზადდება, რაც მაჭახელას ხეობაში არსებული ხიდის რეაბილიტაციას,   სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში ალივაკეს ციხის რესტავრაციას, ასევე ე.წ მაჭახელას თოფის გზის ფარგლებში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.