ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში მკვლელობა მოხდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში მკვლელობა მოხდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში მამაკაცმა ცოლ-შვილი მოკლა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 22 წლის ბიჭი და მისი დედა. მამაკაცმა ამის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შემთხვევის დროს სახლში ასევე იმყოფებოდნენ მამაკაცის დედა და ქალიშვილი, რომლებმაც გაქცევა მოასწრეს.

მეზობლების თქმით, ოჯახში კონფლიქტი არ ჰქონიათ, თუმცა მამაკაცს სავარაუდოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.