ხელოვნების სასახლეში ეკა ხუნწარიას ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
ხელოვნების სასახლეში ეკა ხუნწარიას ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

ხელოვნების სასახლეში ეკა ხუნწარიას ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „აბრეშუმის ოთახი“ გაიხსნა. ექსპოზიციაზე მის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრებია წარმოდგენილი.

ეკა ხუნწარიას შემოქმედება მრავალ მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს. მან 2017 წელს ტექსტილის სტუდია „აბრეშუმის ოთახი“ დააარსა, სადაც გამოფენილია ბატიკის ტექნიკით შექმნილი ნამუშევრები – კედლის პანოები, შირმები, სანათები, თავშლები და ა.შ. ხელოვანის ნამუშევრები განსაკუთრებულია, ის ხატავს მხოლოდ ბუნებრივ აბრეშუმზე და იყენებს პროფესიონალურ ტექსტილის საღებავებს, მათ შორის პარაფინსა და თაფლის სანთელს.

ეკა ხუნწარიას მონაწილეობა აქვს მიღებული ბევრ გამოფენაში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მისი ნამუშევრები არაერთი ქვეყნის კერძო კოლექციებშია დაცული.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში ორი კვირა გაგრძელდება.​