თეა წულუკიანი ხალხური და გამოყენებითი ხელოვნებისა და ხალხური საკრავების მუზეუმების მდგომარეობას პირადად გაეცნო
თეა წულუკიანი ხალხური და გამოყენებითი ხელოვნებისა და ხალხური საკრავების მუზეუმების მდგომარეობას პირადად გაეცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აგრძელებს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში ვიზიტებს. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჯერად, წულუკიანი საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალურ დირექტორთან, გიორგი კალანდიასთან ერთად ხალხური და გამოყენებითი ხელოვნებისა და ხალხური საკრავების მუზეუმებს ეწვია.

თეა წულუკიანმა დაათვალიერა სამუზეუმო კოლექციები და პირადად გაეცნო მათ მდგომარეობას.

„ხალხური და გამოყენებითი ხელოვნებისა და ხალხური საკრავების მუზეუმები 2019 წელს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები გახდნენ და ორივე მუზეუმს აქვს როგორც შენობის, ასევე საცავების მნიშვნელოვანი პრობლემა. სწორედ ამ საკითხზე და მუზეუმების განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს თეა წულუკიანმა და გიორგი კალანდიამ“,- აღნიშნულია სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.