ხელოვნების სასახლეს ალექსანდრ ბენუას ნამუშევრები საჩუქრად გადაეცა
ხელოვნების სასახლეს ალექსანდრ ბენუას ნამუშევრები საჩუქრად გადაეცა

ხელოვნების სასახლეს ცნობილი მხატვრის ალექსანდრ ბენუას ნამუშევრები საჩუქრად გადაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ავრცელებს.

1928 წელს, პარიზის გრანდ ოპერის სპექტაკლისთვის შექმნილი სამი ესკიზი, რომელიც ბენუას ეკუთვნის, მუზეუმის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გელოვანმა შემოწირულობის სახით გადასცა.

ხელოვნების სასახლისთვის გადაცემული ნამუშევრები ლონდონში სოტბის აუქციონზე შეიძინა და დღეს დილით თბილისში ჩამოიტანა.

„მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარემ მუზეუმში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მისი მიზანია, ხელოვნების სასახლე „ვერცხლის საუკუნის“ მხატვართა ნამუშევრების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექციის მფლობელი გახდეს, ამ მიზნით, მუზეუმის მზრუნველთა საბჭო და ფონდი „ფიროსმანი“ ეტაპობრივად თეატრალური ხელოვნების შედევრთა შესყიდვას დაიწყებს. უკვე წარმატებით დასრულდა ბერლინში მოლაპარაკებები და უახლოეს დღეებში ხელოვნების სასახლე ალექსანდრე ბენუას კიდევ ექვს ნამუშევარს მიიღებს, მათ შორისაა 1909-1910 წლებში პარიზის „პალე გარნეში“ და „გრანდ ოპერაში“ განხორციელებული დადგმების „ჟიზელი“ და „ამურისა და ფსიხეას ქორწინების“ ესკიზები“, – წერს გიორგი კალანდია.

საქართველოს ხელოვნების სასახლეს მუზეუმის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გელოვანმა დღეს ძვირფასი შემოწირულობა…

Posted by Giorgi Kalandia • გიორგი კალანდია on ხუთშაბათი, 18 მარტი, 2021