ხათუნა ზახაშვილი - მაქსიმალური სიფრთხილე არის საჭირო ყველა შეზღუდვის ღონისძიების მოხსნაზე გადაწყვეტილების მიღებისას
მაქსიმალური სიფრთხილე არის საჭირო ყველა შეზღუდვის ღონისძიების მოხსნაზე გადაწყვეტილების მიღებისას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კომენდანტის საათის არსებობამაც დიდი შეღავათი მისცა ქვეყანას.
„მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ არის გამორიცხული ეპიდსიტუაციის დამძიმებისას პროცესების უკუშეტრიალება და საჭირო გახდეს ისევ გარკვეული შეზღუდვის დაწესება ამა თუ იმ ქმედებებზე.
ერთი გამონაკლისი აქვს ამ დაავადებას კიდევ, რასაც გათვალისწინება სჭირდება, რომ იმხელა ინკუბაციური პერიოდი აღმოაჩნდა და იმხელა ხანგრძლივობით მიმდინარეობს, სწრაფი გამოხატულება ან სწრაფი ცვლილება არ შეიმჩნევა ხოლმე და მატების ტენდენცია შეიძლება დაფიქსირდეს ორი კვირის ან უფრო მეტის შემდეგ, როდესაც გარკვეული მოხსნის ღონისძიებები გატარდება. ამიტომ არის საჭირო დეტალურად მიდევნება თვალყურის ამა თუ იმ სიტუაციისთვის.
ფაქტია, რომ კომენდანტის საათის არსებობამაც დიდი შეღავათი მისცა ქვეყანას იმ მხრივ, რომ დაავადების გავრცელება დღეს გვაქვს იმ დონეზე, როდესაც ჩვენი რეპროდუქციული ინდექსით (ასე მოიხსენიებენ ხოლმე ეპიდემიოლოგები ერთ-ერთ იმ მახასიათებელს, რის მიხედვითაც ხდება დაავადების გავრცელების შეფასება), შეიძლება თამამად გარკვეული შემაკავებელი ღონისძიებების დეესკალაციისა ქვეყანაში“, – აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.