ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი დეკანოიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ბრალის წარდგენას შსს-ს გორის პოლიციის სამმართველოში დეკანოიძის ადვოკატი, ლარისა ჩადუნელი ესწრებოდა.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის განცხადებით, მას ყოფილი ცოლის მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონია.
ხაშურში, 30 წლის ქალის მკვლელობის ფაქტზე მისი ყოფილი მეუღლე გუშინ დააკავეს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.