უკრაინის ქალაქ ხარკოვში, ერთ-ერთ რესტორანთან მომხდარ სროლას აზერბაიჯანელი მამაკაცი ემსხვერპლა, დაჭრილია კიდევ ერთი პირი, საქართველოს მოქალაქე.
ხარკოვის პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი საღამოს საათებში მოხდა. რესტორნიდან გამოსულ 10-მდე ადამიანს რამდენიმე შეიარაღებული პირი მიუახლოვდა და ცეცხლი გაუხსნა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.