რუსეთის ძალებმა ხარკოვის პოლიციის შენობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაღუპულია ერთი და დაშავებულია 26 ადამიანი

00:36, 02.11.2024

რუსეთის ძალებმა ხარკოვის პოლიციის შენობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

მედიის ცნობით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია 26 ადამიანი, მათ შორის ოთხი – სამოქალაქო და 22 სამართალდამცველი პირია.

ეროვნული პოლიციის მეთაურის, ივან ვიგოვსკის თქმით, თავდასხმა, სავარაუდოდ, С-300 ტიპის ორი რაკეტით განხორციელდა.

მსგავსი